"მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, რომ თბილისში ბავშვთა ფესტივალი მიმდინარეობს სამი ასაკის (2002, 2003, 2004) გუნდებში. ფესტივალს საერთაშორისო სახე აქვს, რადგან მონაწილეობენ ბაქოს, ერევნისა და ვლადიკავკაზის გუნდებიც. თუ ბაქოსა და ერევანს ადრეც ჰყოლიათ ამ ტურნირზე გუნდები, ვლადიკავკაზელები პირველად ჩამოვიდნენ. ამ ბავშვთა გუნდს "ბარსი" ჰქვია - 2003
"ბარსის" ქართველი წვრთნის - გივი ქერაშვილი. ასევე, გუნდის წარმომადგენელიც ქართველია - დავით დვალიშვილი.
ქერაშვილი: - 2 წელია, რაც "ბარსი" დაარსდა და ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირიც მოვიგეთ დაგომისში. თავად მე ყაზბეგის რაიონში ვარ დაბადებული, თუმცა ვლადიკავკაზში ვცხოვრობ. სპარტაკიადებზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი, შემდეგ მწვრთნელი გავხდი ვლადიკავკაზის "ავტოდორში", ჩემს ხელში გამოაირეს თედეევმა, იანოვსკიმ, ბითაროვმა და სხვებმა.
- "ალანიას" ახლა ცუდი პერიოდი უდგას, გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა. არადა, 1995
- უდიდესი როლი. შელია, ყაველაშვილი, რევიშვილი, თეთრაძე - ისინი მართლაც გუნდის ლიდერთაგანნი იყვნენ. მათ გარდა ასევე იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც თბილისის "დინამოში" ჰქონდათ ნათამაშები. ვლადიკავკაზში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის უყვარდათ.
- ანუ, ნოსტალგია იგრძნობა? სხვათა შორის, ბოლო მატჩებში "ალანიას" ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა "ჭანტურია, ჭანტურია"-ს სკანდირება...
- დიახ, ნოსტალგია - უდავოდ. ხალხი არაფერს ივიწყებს. ქართველი ფეხბურთელები "ალანიაში" ყოველთვის წარმატებით თამაშობდნენ.
- როგორ შეაფასებდით ჭანტურიას ინციდენტს კოკორინთან?
- არასწორად მოიქცა ჭანტურია. ულამაზო იყო ეს ყველაფერი.
- "ბარსში" ბავშვები გადასახადს იხდიან?
- რა თქმა უნდა, არა. მერია გვაფინანსებს.
- შეკრებაზე წასვლაც უფასოა?
- დიახ.
- და ზოგადად, რუსეთის ბავშვთა სკოლებში ასეა?
- დიახ. ბავშვთა გუნდებს ან მერია აფინანსებს, ან ბიზნესკომპანია.
აი, საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასე არაა... ბავშვებისთვის საკმაო გადასახადებია.
დვალიშვილი: - ეს პირველი ნაბიჯებია. ვლადიკავკაზის გუნდი თბილისში ჩამოვიყვანეთ და დიდი ალბათობით, გაგრძელებაც იქნება. ეს ქართული მხარის მოწვევით მოხდა.
- ანუ, შესაძლოა, რეგულარულად ჩამოხვიდეთ?
- დიახ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციაც დაინტერესებულია და თავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.
- მშობლებისგან რაიმე გართულება ხომ არ მოჰყოლია ბავშვების თბილისში გამოშვებას?
- თავიდან უბრალოდ არ იცოდნენ, რა როგორ იქნებოდა. ყველაფერი ავუხსენით და ახლა არავითარი გაუგებრობა აღარაა.