ფეხბურთი

23:10 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესმა” სეზონი ცუდად დაასრულა, ამისულაშვილს ფანების დამშვიდება მოუწია

 

არნემის “ვიტესი” ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. გუნდმა, რომელიც ერთხანს ჰოლანდიის  ჩემპიონატს ლიდერობდა, სეზონის ბოლო ნაწილი პირწმინდად ჩააგდო და ევროპის ლიგაზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფშიც ორივე მატჩი წააგო “გრონინგენთან”. გასვლაზე 0:1-ის შემდეგ, “ვიტესი” შინ 1:4 დამარცხდა. გურამ კაშია სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. 

ყაზანის “რუბინმა” გასვლაზე 4:0 აჯობა “კრილიას”. გამარჯვებულთა შორის, საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. რაც შეეხება ალეკო ამისულაშვილს, ის სათადარიგო გახლდათ. “რუბინი” ცხრილის შუაში, მერვე ადგილზეა, ხოლო “კრილია” მე-14-ზე, ანუ ბოლოდან მესამეზე.

მატჩის შემდეგ, სამარელმა გულშემატკივრებმა თავის ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს. მათ ავტობუსში არ უშვებდნენ და ამდენი მარცხის გამო ახსნა-განმარტებას თხოვდნენ. 4 ფეხბურთელი მივიდა გულშემატკივრებთან და ისაუბრა – მათ შორის, ამისულაშვილიც გახლდათ. ბოლოს, ფანებმა აპლოდისმენტებით გააცილეს “კრილიას” მოთამაშეები.

ლატვიაში”სკონტომ” შინ 2:1 სძლია დაუგავპილსის “დაუგავას”. ამ მატჩში ოთხმა ქართველმა ითამაშა: მასპინძელთაგან ლაშა დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმა, ხოლო სტუმართაგან გიორგი ხუმარაშვილმა და გიორგი ჩიხრაძემ. კლიმიაშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს. თამაზ პერტიას “სკონტო” მეორე ადგილზეა, “დაუგავა”- მეხუთეზე.

ლიდერმა “ვენტსპილსმა” შინ 1:0 სძლია “სპარტაკსს”. თორნიკე თარხნიშვილმა 90 წუთი ითამაშა. 9 მატჩი, 9 მოგება – ასეთია “ვენტსპილსის” შედეგიამ სეზონში. “იელგავამ” გასვლაზე 3:2 მოუგო ”დაუგავპილსს” და მეხუთეზეა: გამარჯვებულთა შორის ბოლო 35 წუთი ითამაშა გიორგი დიაკვნიშვილმა.

0.114268