ფეხბურთი

21:15 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესის” მორიგი მარცხი, ებრალიძის მოგება, არველაძის 4:0

 

ჰოლანდიის ერედივიზონში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა არნემის “ვიტესმა”, კერძოდ, შინ 1:2 “ფეიენოორდთან”. არნემელები მე-20 წუთზე უკვე ორი ბურთით აგებდნენ. 9 ტურის შემდეგ, მერაბ ჟორდანიას კლუბი მეშვიდე საფეხურზეა.

შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი შესვენებისას შეცვალეს - ზედიზედ მეორე მატჩია, ასე ხდება.

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” 2:1 სძლია გასული სეზონის მესამეადგილოსან “პაკოშ დე ფერეირას” და მეექვსე ადგილზეა. ებრალიძემ ამჯერად შეუცვლელად ჩაატარა მატჩი - მას გოლი არ გაუტანია, თუმცა პორტუგალიური ღეცორდ-ის ონლაინის მიხედვით, აქტიურად თამაშობდა. 

უკრაინაში “სევასტოპოლი”-“ილიჩივეცი” 0:1 დასრულდა. მატჩმა ქართველების გარეშე ჩაიარა: არც მათე ღვინიანიძე, არც დავით თარგამაძე და არც თორნიკე ოქრიაშვილი მინდორზე კი არა, განაცხადშიც არ ყოფილან. ოქრიაშვილს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის “ლეგიამ” კრაკოვში 0:1 წააგო “ვისლასთან”, თუმცა ლიდერად დარჩა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. 

თურქეთში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ქაისერისფორმა” შინ 4:0 სძლია “ელაზიგსფორს” და მეხუთე ადგილზეა. 7 ტურში 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.

რუსეთში “რუბინი”-ანჟი” 5:1 დასრულდა. მასპინძელთა შორის სათადარიგო გახლდათ საბა კვირკველია, თუმცა არ უთამაშია, ხოლო გია გრიგალავამ 90 წუთი გაატარა მინდორზე. “რუბინი” მერვე ადგილზეა, “ანჟი” კი - ბოლოზე.

 

0.104252