ფეხბურთი

17:34 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესის" ფრე პირველ ამხანაგურში

არნემის "ვიტესმა" ამ ზაფხულს პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და ბელგიურ "სერკლ ბრიუგესთან" ფრედ ითამაშა – 1:1. საგულისხმოა, რომ გურამ კაშიასთან ერთად, სასტარტოში გახლდათ ვაკო ყაზაიშვილი. ისინი შესვენების შემდეგ შეცვალეს, როცა "ვიტესი" აგებდა. არნემელთაგან, ლაბიადმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში.

ნიკა ძალამიძემ ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე "იაგელონიასა" და "ვიძევის" ამხანაგურ მატჩში. ძალამიძის გუნდმა 2:0 მოიგო, თუმცა ქართველს არ გაუტანია. რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, როგორც იცით, ის თავისუფალი აგენტია და სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას. 

0.114258