ფეხბურთი

17:16 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესის” 3:0 მოგება, “ანჟის” კიდევ ერთი მარცხი

არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ერედივიზიონში “ზვოლეს” უმასპინძლა და 3:0 სძლია. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი ბოლოს, 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჭანტურია, როგორც იცით, დისკვალიფიცირებულია. ქართველებმა კარგად ითამაშეს. მართალია, ყაზაიშვილს არ გაუტანია და საგოლე პასიც არ გაუკეთებია, მაგრამ მწვავედ მოქმედებდა.

“ვიტესს” 6 მატჩში 11 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, თუმცა ერთი თამაში გამოტოვებული აქვს.

რუსეთში მახაჩყალის “ანჟიმ” გასვლაზე 1:2 წააგო “ვოლგასთან” და ისევ ბოლოდან მესამე საფეხურზეა. დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ.

რუსეთის პირველ დივიზიონში, ვალდას ივანაუსკასის “სკა-ენერგიამ” გასვლაზე 3:1 მოუგო “ნეფეტხიმიკს” და მესამე პოზიციაზეა. გოგიტა გოგუამ და გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშეს. “ნეფტეხიმიკში” კი მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა მერაბ ურიდიამ.

ლიდერმა “მორდოვიამ” გასვლაზე “ლუჩ-ენერგიასთან” 1:1 ითამაშა. აკაკი ხუბუტია სათადარიგო გახლდათ.

ლატვიაში “ვენტსპილსმა” სტუმრად 1:0 აჯობა “მეტალურგსს”, თუმცა თორნიკე თარხნიშვილის გარეშე. ქართველ საყრდენ ნახევარმცველს მუხლი სტკიოდა და ამიტომაც გამოტოვა შეხვედრა.

0.12387