ფეხბურთი

20:13 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესის" 0:4 "ლევერკუზენთან"

 

არნემის "ვიტესმა" საკუთარ მოედანზე 0:4 წააგო გერმანულ "ლევერკუზენთან". ამ ამხანაგურ მატჩში, "ვიტესის" სამივე ქართველმა ითამაშა: გურამ კაშიამ შეუცვლელად, ვაკო ყაზაიშვილმა 80 წუთი, ხოლო გიუორგი ჭანტურიამ - ბოლო 8 წუთი.

მეორე ტაიმის დასაწყისში, კაშიას ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე, ხოლო ყაზაიშვილზე ჰოლანდიური gelderlander-ი წერს, რომ არნემელთაგან ყველაზე აქტიური იყო შეტევაში: ერთ მომენტში, ყაზაიშვილმა იბარა პირისპირ დატოვა და მეკარე ლენომ იხსნა თავისიანები.

გოლები რაინარტცმა (8), კისლინგმა (19, 89) და ბენდერმა (42) გაიტანეს.


0.123782