თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა და მცხეთაში აზერბაიჯანული “გაბალას” დუბლშემადგენლობას 4:0 მოუგო. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილ მატჩში ზურაბ ბერიძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
დაუშვილი (რეჭია, 46), მჭედლიშვილი (იაშვილი, 71), ადამაძე (გეთიაშვილი, 64), კასრაძე (ტეტუნაშვილი, 64), ჯავაშვილი (ბუაჩიძე, 75), ღიბრაძე (ბუნტური, 68), დავლაშელიძე (წყაროზია, 46), კორიფაძე (გაგნიძე, 54), ჯანელიძე (კურდღელაშვილი, 68), სიჭინავა (კვირკვია, 61), კუხალეიშვილი (ლობჯანიძე, 46).
სპარინგში ანგარიში მე-12 წუთზე კუხალეიშვილმა გახსნა. 21-ე წუთზე, სიჭინავამ თბილისელები კიდევ უფრო დააწინაურა. 53-ე წუთზე თავი კორიფაძემ გამოიჩინა, ხოლო 59-ეზე სიჭინავამ დუბლი შეასრულა.