მოსამზადებელ პერიოდში თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა და პირველ ლიგაში მოასპარეზე სტუ-ს 2:1 აჯობა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილ მატჩში “ვეტერინართა” მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: დაუშვილი, იაშვილი, ადამაძე, კასრაძე, ბუაჩიძე, წყაროზია, ღიბრაძე, კორიფაძე, ჯანელიძე, სიჭინავა, კუხალეიშვილი.
მეორე ტაიმი: ჩალიგავა, მჭედლიშვილი, გეთიაშვილი, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, ბუნტური, გაგნიძე, ვაშაძე, კვირკვია, ლობჯანიძე.
თამაშის მე-12 წუთზე ანგარიში სიჭინავამ გახსნა, 36-ე წუთზე კუხალეიშვილმა “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა ორამდე გაზარდა. სტუ-დან გოლი 71-ე წუთზე ვაშაკიძემ გაიტანა.