ფეხბურთი

20:12 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" შეროზიათი დაინტერესდა

როგორც სხვა ქვეყნებში ზამთრის არდადაგებზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბებშიც ცვლილებები მოხდა. სიახლეებია მარტვილის გუნდშიც. როგორც ადრე გაუწყეთ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა კახა ჩხეტიანმა. ჩხეტიანს "მერანში" ზურაბ იონანიძე ჩაანაცვლებს, რომელიც 10 იანვრიდან შეუდგება საქმიანობას.

ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა "მერანის" მეკარე ჯონი შეროზია. მის ადგილს ზუგდიდელთა ყოფილი მეკარე ზურაბ მამალაძე დაიკავებს.

ჯონი შეროზია წლებია "მერანის" შეუცვლელი მეკარე იყო და პირველი ლიგიდან მოყოლებული იცავდა მარტვილელთა კარს. ამჯერად ექსმერანელი თავისუფალია და მისით "ვიტ ჯორჯია" დაინტერესდა, თუმცა როგორც ფეხბურთელისგან შევიტყვეთ, სხვა ვარიანტებიც აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

 

ედემ ელერჯია

0.118061