ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა.
მისმა შეგირდებმა მაკედონიას უმასპინძლეს და 5:1 გაანადგურეს, მწვრთნელის სიტყვებს კი Lequipe გადმოგვცემს:
“შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ, სამი ქულა ავიღეთ, რაც უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ, თავდაჯერებულობა დავკარგეთ, მაგრამ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი უწინდელ დონეზე დაბრუნება. ახლა აუცილებელია ყველას ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი.
მინდა ხაზი გავუსვა ალკასერას თამაშს.მან ნაკრებში მშვენიერი დებიუტი მოიწყო და გოლიც გაიტანა. არ შეიძლება არ აღვნიშნო მუნირა, რომელმაც ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში 19 წლის ასაკში ითამაშა. აუცილებლად დავაკვირდები “ბარსელონაში” მის პროგრესს, მას დიდი მომავალი აქვს”.