ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, მის გუნდს ხეირიანი თავდამსხმელი აკლია.
62 წლის სპეციალისტმა, რომელიც გუნდს კონფედერაციათა თასზე სათამაშოდ ამზადებს, არსებულ პრობლემაზე Diario de la Roja-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და ეს განხილვას არ ექვემდებარება, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საჭირო ფეხბურთელი არ მყავს. თავდასხმის ხაზში პრობლემები გვაქვს. შესაძლოა, ეს ჩვენი ბრალიც იყოს, რადგან ფეხბურთელებს განსხვავებულ სტილში თამაში ვასწავლეთ. ნეგრედო, ტორესი, სოლდადო და ვილიაც კი არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც სრულად მაკმაყოფილებენ. ესპანეთის ნაკრებს ისეთი თავდამსხმელი სჭირდება, რომლიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იერიშების განვითარებაში და ამავდროულად, შეტევის წინახაზზეც ეფექტური იქნება” - განაცხადა დელ ბოსკემ.