ინტერვიუები

16:10 | 11.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დელ ბოსკე: “საწყენია, ესპანელები ნაკრების თამაშს რომ ვერ ნახავენ”

ესპანეთის საფეხბურთო ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელარუსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.
- ბელარუსთან მატჩში როგორი ტაქტიკით ითამაშებთ?
- დაწვრილებით ჯერ არ ვიცით რა ტაქტიკით ვითამაშებთ, მაგრამ ბურთის დაჭერას შევეცდებით.
- დაცვის ცენტრში ვის დააყენებთ?
- ვინც უფრო ღირსეული იქნება.
- 11 ფეხბურთელი ბელარუსის წინააღმდეგ და 11 ფეხბურთელი მომავალ სამშაბათს – ერთი და იგივე შემადგენლობა იქნება?
- მთავარი ხვალინდელი თამაშია. ამიტომ, ჯერ საფრანგეთთან მატჩზე არ ვფიქრობთ, რადგან ბელარუსთან გვაქვს სათამაშო.
- ხვალინდელ მატჩს ესპანეთის ტელევიზია არ აჩვენებს...
- ძალიან საწყენია, რომ ასე მოხდა. თუმცა, ეს პოლიტიკაა, ფედერაციის პრობლემები, რის გამო, ესპანელები თავისი ნაკრების თამაშს ვერ ნახავენ.
- შესაძლოა, რომელიმე ფეხბურთელმა თავის პოზიციაზე არ ითამაშოს?
- შევეცდებით, რომ ყველა ფეხბურთელმა თავის პოზიციაზე ითამაშოს.
- გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი თქვენთვის მისაღებია?
- ვერ გეტყვით, ეს “ბაიერნს” უნდა ვკითხოთ, რომელიც მინსკიდან 3 ქულის წაღებას გეგმავდა. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- ბელარუსული სიცივე არ გაშინებთ?
- როგორც ამბობენ პლუს 7 გრადუსი იქნება. ეს ის ამინდი არაა, რომლისაც უნდა გეშინოდეს.
- ხავი მარტინესმა “დინამოს” სტადიონის მინდვრის საფარზე თუ გითხრათ რამე?
- ჩვენ ამის შესახებ ვკითხეთ. მან გვიპასუხა, რომ მოედანი ცოტა სველია, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არაა.
- თქვენთვის საფრთხეს რომელი ბელარუსი ფეხბურთელი წარმოადგენს? გლები თუ კიდევ ვინმე სხვა?
- ბელარუსს საკმაოდ ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს და ძალიან კარგი გუნდია. პლუს მის რიგებში ბატეს ფეხბურთელები თამაშობენ.
- ინიესტა როგორ სათამაშო ფორმაშია? დასვენება ხომ არ სჭირდება?
- მას თამაში შეუძლია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დავასვენოთ, რადგან მცირე ტრავმა აქვს.
- ბატეს მიერ ჩატარებულ მატჩებს უყურეთ? თუ უფრო ბელარუსის ნაკრების თამაშებს ადევნებდით თვალს?
- ჩვენ ნაკრების თამაშსაც ვუყურეთ და ბატეს მიერ “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩსაც.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.118583