ფეხბურთი

12:19 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დელ ბოსკე: “საქართველოს დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ვისენტე დელ ბოსკე მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხებით (2:0) კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა.

“საქართველოს დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. ყველა ბედნიერი უნდა იყოს. საქართველო ხისტი მეტოქე იყო. თუმცა, ფინეთიც და საფრანგეთიც ასეთივე გახლდნენ. ვფიქრობ, ესპანეთმა შესარჩევ ტურნირში დასახულ მიზანს მიაღწია. ნაკრებში მანამდე ვიმუშავებ, სანამ ფეხბურთის ფედერაციას ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება ენდომება. ამ საკითხის განსახილველად დრო გვაქვს” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს გამოცემა Football Espana.

 

0.119205