ჭადრაკი

21:51 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორინა...

საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის გვერდზე - ‘facebook’ გაიმართება ვიქტორინა. მონაწილეობა შეუძლია ყველა   იმ ჭადრაკის მოყვარულს   თუ მოჭადრაკეს ვინც არ არის დაფიქსირებული მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’-ს რეიტინგ-სიაში.

 დაისმევა 5 სხვადასხვა შეკითხვა ქართული ჭადრაკის ისტორიიდან.

მონაწილემ  ხუთივე კითხვის პასუხი უნდა ჩაწეროს  ერთი კომენტარის ველში და მისი  პასუხები უნდა იყოს კითხვების თანმიმდევრული.

  პირველი- სამი მონაწილე  ვინც ხუთივე შეკითხვას გასცემს სწორ პასუხს, პერსონალურად იქნება მიწვეული  პირველი ქართული ‘გრან-პრის’ გათამაშების პირველ ეტაპზე სწრაფ ჭადრაკში და დაჯილდოვდება ქართული საჭადრაკო ლიტერატურით - ჩვენი  გამოჩენილი  მოჭადრაკეების ავტოგრაფებით.

"გრან-პრის" გათამაშების პირველი ეტაპი სტარტს აიღებს თბილისის ჭადრაკის სასახლეში 18 აპრილს.

 საკონკურსო კითხვები გამოქვეყნდება 14 აპრილს 19.00 საათზე

 

ფედერაციის გვერდი:

 http://www.facebook.com/georgian.chessfederation?ref=tn_tnmn

0.126483