დევიდ ბექჰემის უპოპულარულესი ცოლი, ჯგუფ “სპაის გერლზის” ყოფილი წევრი, ვიქტორია ბექჰემი (ადამსი) მედიას გამოუტყდა, რომ თავის დროზე, როდესაც ჯერ ისევ თავქარიანი გოგო იყო და მომღერლის წარმატებული კარიერა თავში ჰქონდა ავარდნილი, ათას სისულელეს სჩადიოდა.
ბექჰემის ცოლმა აღიარა, რომ ერთი პერიოდი თავის მეგობრებთან ერთად, ნარკოტიკებს ძალიან ეტანებოდა და ნარკოტიკზე დამოკიდებული რომ არ გახდა, ამას თავის ჯიუტ და კაპარჩხანა ხასიათს უმადლის. სხვების ჯიბრზე დავანებე ნარკოტიკებს თავიო – ირწმუნება ვიქტორია.
დევიდ ბექჰემის ცოლი ასევე ამბობს, რომ მისგან განსხვავებით დევიდი ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ამაყობს, რომ მისი შვილები ბუნებით უფრო მეტად დევიდ ბექჰემს გვანან. ვიქტორიას თქმით, ბექჰემების ოჯახი ყოველ დილით ერთად ვარჯიშობს და მუდამ ცდილობენ, რომ ფორმაში იყვნენ.