ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ, ქალ ჩოგბურთელთა შორის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი) კორტს ქალაქ ისტბურგის (დიდი ბრიტანეთი) ტურნირში დაუბრუნდება, რომელიც მიმდინარე წლის 16-22 ივნისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ აზარენკამ ტერფის ტრავმა 2014 წლის მარტში მიიღო და ამის შემდეგ საჩოგბურთო ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია.