კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერის, ვიქტორ ვალდესის ცოლი, იოლანდა კარდონა ერთობ დაუცხრომელი ვინმე ჩანს და იმდენი იძალავა, რომ თავის საყვარელ საქმიანობაში – თამამი ფოტოსურათების გადაღებით ტკბობაში, კატალონიური კლუბის მეკარეც ჩართო.
ჩვენთვის ცნობილი არაა, რამდენი ძალა და ენერგია დასჭირდა იოლანდას, ვიქტორ ვალდესი ფოტოსტუდიაში მისვლაზე და მასთან ერთად ნახევრად შიშველი პოზიორობაზე რომ დაეთანხმებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალმა მაინც თავისი გაიტანა და ვალდესის კარი თუ ვერა, თავმოყვარეობა შტურმით აიღო.
იოლანდა კარდონა ძალიან უცნაური ქალი რომაა იმითაც ჩანს, რომ ვიქტორ ვალდესთან ორჯერ წაჩხუბების შემდეგ, შერიგების ინიციატორი სწორედ იოლანდა იყო, ეს მაშინ, როდესაც ჩხუბიც მისი პროვოცირებული იყო და ეჭვიანი ქალის განცდებიც არ დაუმალავს. მოკლედ, დიდ შარშია ეს ჩვენი ვალდესი და ვერ ხვდება...