თამაშგარე

14:40 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ორტიზი ტელეშოუს - „ეცეკვე ვარსკვლავს“ - მოგებას აპირებს

კრივის რინგზე მრავალჯერ გამარჯვებული ვიქტორ ორტიზი ამჯერად თავის შესაძლებლობებს ტელეშოუ “ეცეკვე ვარსკვლავს“–ში ცდის. ის ზედმეტად თავდაჯერებულია იმაში, რომ რინგიდან საცეკვაო სცენაზე გადმოსულიც მიაღწევს წარმატებას და გამარჯვებაზეც კი აცხადებს პრეტენზიას.
მოკრივისთვის ახლა წინასატურნირო შესვენების პერიოდია, ამიტომ მას ყოველგვარი ვარჯიში შეწყვეტილი აქვს და მთლიანად ტელეშოუს რეპეტიციებზეა გადართული. როგორც ამბობს, წაგება მისთვის უცხოა და ხელთათმანების გახდისთანავე საკმაოდ სერიოზულ მზადებას გადის თავის პარტნიორ ლინდსი არნოლდთან (პროფესიონალი მოცეკვავე), რათა ტელეშოუში სწორედ მათ გაიმარჯვონ.

0.25055