სერენა უილიამსი მონრეალის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა - სერენას უფროსმა დამ ვინუსმა 6:7, 6:2, 6:3 მოუგო. ვინუსმა მეთერთმეტედ დაამარცხა დედმამიშვილი, სერენას კი უფროსი დაიკო 14-ჯერ ჰყავს გაწბილებული.
კვებეკში უილიამსების დაპირისპირებამ 2 საათსა და 2 წუთს გასტანა. 34 წლის ვინუსის 4 ბრეიკი და 6 ეისია. შეგახსენებთ, კლასიფიკაციაში ვინუსი სადღეისოდ 26-ეა, სერენა კი რეიტინგს ლიდერობს.
“ვინუსი ბრწყინვალედ თამაშობდა. იგი კარგად გადაადგილდებოდა კორტზე და მოწოდებისას ცოტა შეცდომა დაუშვა. მართალია, მეტი ეისი შევასრულე, მაგრამ მოწოდებისას დამ მაჯობა. ვცდილობდი, საუკეთესო ჩოგბურთი მეჩვენებინა, მაგრამ ბევრ კომპონენტში ვინუსმა მაჯობა. წაგებამ გული დამწყვიტა, მეორეს მხრივ კი ვინუსის ფინალში გასვლა ჩემთვის სასიხარულოა”, - განაცხადა სერენამ ნახევარფინალის დათმობის შემდეგ.