დღეს გამთენიისას "კლიპერსმა" ძალზედ იოლად მოახერხა ტრავმებისგან დასუსტებული "ნიუ იორკის" დამარცხება - 93:80. ეს გამარჯვება კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის ვინი დელ ნეგროს კარიერაში რიგით მე-200 გამოდგა - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
ამ მიღწევით იგი გახდა რიგით მე-16 მოქმედი მწვრთნელი, რომელმაც გამარჯვებათა ამ ზღვარს უწია. ვინის მთავარი მწვრთნელის სტატუსით ნბა-ში 379 მატჩი აქვს ჩატარებული და 53% მოგებული.
შეგახსენებთ, რომ დელ ნეგრო 2008-10 წლების სეზონში "ჩიკაგოს" ხელმძღვანელობდა, 2010 წლიდან კი "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უდგას სათავეში.