ფეხბურთი

18:52 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიმ ვან ზვამმა ჯერ 16 ფეხბურთელი შეარჩია

 

ჰოლანდიის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიმ ვან ზვამმა იმ 16 ფეხბურთელის ვინაობა თქვა, რომელთა ჩამოყვანა თბილისში გასამართი ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე საასპარეზოდ გადაწყვიტა. 8 ნოემბერს ვან ზვამი ჩამონათვალს კიდევ ორ ფეხბურთელს დაამატებს.

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, 19-წლამდელთა თავკაცმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

ელტონ აკოლაცე, რიეჩედლი ბაზოერი, იაირო რიდეველდი (ყველა “აიაქსი”), დენი ბაკერი (“დენ ჰააგი”), ბილალ ბასაციქოღლუ (“ჰერენვენი”), ვესელ დამერსი, როდნი ლოპეს კაბრალი (“ფეინოორდი”), მაიკ ჰავეკოტე (“უტრეხტი”), სანდერ ჰისაკერსი, კლინტ ლემანსი, მუსა სანო, რაი ვლოეტი (ყველა პსვ), დერიკ ლუკასენი, ნიკ ოლიი (ორივე “ალკმაარი”), სანდი უოლში (“გენკი”), რიჩაირო ჟივკოვიჩი (“გრონინგენი”). 

“ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ოთხი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ და დღემდე როგორც შეტევაში, ასევე, დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ყველაზე მეტად იტალიასტან სპარინგში ნაჩვენებმა თამაშმა დამაკმაყოფილა. სასურველია, რომ მომავალ ტუნრირზე კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. შევეცდებით ის გავაკეთოთ რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის: კარგი პოზიციური თამაში, უბურთოდ მოძრაობა და მეტოქეზე მეტი გოლის გატანა” – იუწყება ვან ზვამის სიტყვებს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

0.129974