ბელგიის საფეხბურთო ასოციაციამ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან მარკ ვილმოტსთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდი იუწყება.
ვილმოტსი ნაკრებს 2012 წლიდან თავკაცობს, ხოლო 2009-2012 წლებში დიკ ადვოკატისა და ჟორჟ ლეკენსის ასისტენტად მუშაობდა.
“ნაკრებთან კონტრაქტი 4 წლით გავახანგრძლივე. მოუთმენლად ველი ამ ლამაზი ისტორიის გაგრძელებას თანამშრომლებთან, გულშემატკივრებთან და მოთამაშეებთან ერთად” – დაწერა ვილმოტსმა თავის “ტვიტერში”.