ფეხბურთი

13:24 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიას სანაცვლოდ მიღებული პრიორიტეტები

ესპანური პრესისათვის ცნობილი გახდა კატალონიური “ბარსელონადან” მადრიდის “ატლეტიკოში” თავდამსხმელ დავიდ ვილიას გადასვლის დეტალები.

AS-ის მტკიცებით, 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალობიელები მადრიდელებისგან სამი წლის განმავლობაში ჯამში 5,1 მილიონ ევროს მიიღებენ. ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის სატრანსფერო ღირებულების ასეთმა შემცირებამ ბევრი გააოცა, თუმცა, როგორც გაირკვა ამ გარიგებაში ფინანსური დეტალები უმთავრესი არ ყოფილა.

ცნობილი გახდა, რომ ვილიას “ატლეტიკოში” გაშვებით, “ბარსელონამ” მადრიდელთა ახალგაზრდა და პერსპექტიულ მცველ ხავიერ მანკილიოს შეძენაზე პრიორიტეტული უფლება მიიღო. გარდა ამისა, კატალონიელებს პრიორიტეტი ექნებათ “ატლეტიკოს” ნახევარმცველებზე - კოკესა და საული ნიგესაზე, რომლებიც ამჟამად განათხოვრების წესით “რაიო ვალეკანოში” თამაშობენ.

0.112847