ფეხბურთი

17:13 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილიას “რეალთან” თამაში საეჭვოა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, შესაძლოა, “რეალთან” ესპანეთის თასზე გასამართი განმეორებითი მატჩით გამოტოვოს.

ვილიამ ტრავმა “სოსიედადთან” ლა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას მომდევნო 2 მატჩის გამოტოვება მოუხდა. ორივე ეს თამაში “ატლეტიკომ” მშრალად წააგო.

ესპანური პრესის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას სამედიცინო შემოწმების შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკომ” პირველი თამაში 0:3 წააგო. განმეორებით მატჩში, დიეგო სიმეონეს გუნდს საუკეთესო ბომბარდიდი, დიეგო კოსტა არ ეყოლება, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა.

0.114516