ფეხბურთი

11:41 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილიას დაბრუნებას “ვალიადოლიდთან” ელიან

 

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ესპანური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი მოედანზე გასვლას “ვალიადოლიდთან” ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში შეძლებს. შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” 15 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვილია “სოსიედადთან” 22-ე ტურის მატჩში დაშავდა. ის შეხვედრა დიეგო სიმეონეს შეგირდებმა 4:0 მოიგეს, თავად ვილიამ კი ერთი გოლი გაიტანა. მას შემდეგ, 32 წლის ფორვარდმა თასზე მადრიდის “რეალთან” (0:3, 0:2) ორი მატჩი გამოტოვა, პრიმერადივიზიონში კი “ალმერიასთან” (0:2) ვერ ითამაშა.

0.105613