ფეხბურთი

3:07 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ვილიარეალმა“ „ოსასუნას“ იოლად სძლია

წინა ტურში მარცხის შემდეგ, „ვილიარეალმა“ კვლავ მოიგო. მარსელინიოს შეგირდებმა პრიმერაში დარჩენისთვის მებრძოლ „ოსასუნას“ უმასპინძლეს და მეტოქეს იოლად სძლიეს.

თამაშის გმირად შეცვლაზე შესული ჟერემი პერბე იქცა. ფრანგი თავდამსხმელი მოედანზე პირველ ტაიმში გამოჩნდა, ხოლო შესვენების შემდეგ პამპლონელებს 2 გოლი გაუტანა. „სოსიედადის“ მხრიდან ერთხელ თავი ტრიგეროსმაც გამოიჩინა, ხოლო თამაშის მიწურულს, ძალიან ლამაზი დარტყმით, ორიოლ რიერამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

 

ვილიარეალი-ოსასუნა 3:1 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო, გასპარი, პაულისტა, დორადო, კოსტა, აკინო (პერეირა 73), ტრიგეროსი, პინა (რამოსი 77), გომესი, უჩე (პერბე 43), დოს სანტოსი

მწვრთნელი: მარსელინიო

ოსასუნა (4-2-3-1): ფერნანდესი, ბერტრანი, ლოტიე, ფლანიო, დამია, პუნიალი (ტორესი 70), ლოე, ლობატო (რიერა 83), არმენტეროსი, დე ლას კუევასი (სეხუდო 59), აკუნა

მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 1:0 პერბე (46), 2:0 ტრიგეროსი (55), 3:0 პერბე (75), 3:1 რიერა (87)

გაფრთხილებები: პინა 23, დოს სანტოსი 45 - ლოე 69

მსაჯი: ალფონსო პერესი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (8)-10 (2), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 7-5, სეივი: 1-5, ჯარიმა: 17-8.

0.114951