ფეხბურთი

11:46 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანმა როჯერსს გული დაწყვიტა

როგორც ჩანს, მახაჩყალის “ანჟის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანი “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს” მშრალზე დატოვებს და კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ გული დაწყვიტა მერსისაიდელთა დამრიგებელ ბრენდან როჯერსს, რომელმაც Goal-თან განაცხადა:

“იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვილიანი ძალიან კარგად მოერგებოდა “ლივერპულის” სათამაშო სქემას. მოთამაშის გადაწყვეტილება არ ეფუძვნება საფეხბურთო მიზეზებს, მაგრამ მე არ ვაპირებ დეტალების დაწვრილებით განხილვას. ფაქტი ისაა, რომ ვილიანი ჩვენს გუნდში არ ითამაშებს და მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ გზა”.

0.12245