მახაჩყალის “ანჟიდან” ლონდონის “ჩელსიში” ბრაზილიელი ვილიანის ტრანსფერით მისი ყოფილი კლუბი “კორინთიანსიც” იხეირებს.
LANCE-ს ცნობით, კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიური კლუბის ანგარიშზე 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების 3 პროცენტი უნდა ჩაირიცხოს.
ვილიანის ტრანსფერი “ჩელსის” 35 მილიონი ევრო უჯდება.