ფეხბურთი

15:49 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანის “ჩელსიში” გადასვლა გადაწყდა

ლონდონის “ჩელსი” და მახაჩყალის “ანჟი” ბრაზილიელი ნახევარმცველის ვილიანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელებს ვილიანის შეძენა 38 მილიონი ევრო დაუჯდებათ და სამხრეთამერიკელი “ჩელსისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერი ოფიციალურად სამშაბათს შედგება და სწორედ ამ დღეს ვილიანს დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზას მისცემენ.

ამა წლის თებერვალში ბრაზილიელი “ანჟიში” დონეცკის “შახტარიდან” 35 მილიონ ევროდ გადავიდა. მახაჩყალურ კლუბში მან რუსეთის პრემიერლიგაში, რუსეთის თასზე და ევროპის ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.

0.1225