ფეხბურთი

14:07 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი “ტოტენჰემში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ჯერ კიდევ მახაჩყალის “ანჟის” ნახევარმცველი ვილიანი ლონდონის “ტოტენჰემთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

ESPN-ის ინფორმაციით, სამივე მხარემ ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწია. 25 წლის ბრაზილიელი უახლოეს დღეებში ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტზე ხელმოწერას დააფიქსირებს და “ტოტენჰემის” სრულფასოვანი წევრი გახდება.

“ვილიანთან დაკავშირებით ვერაფერს დაგიდასტურებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ფეხბურთელით დაინტერესებული ვართ და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ” - ამბობს “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში.

გავრცელებული ცნობით, ინგლისელები ვილიანის სანაცვლოდ “ანჟის” 30 მილიონ ევროს გადაუხდიან.

 

0.102324