დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი მეგოლე დავიდ ვილია კარიერას ლონდონის “ტოტენჰემში” განაგრძობს. Cadena Ser-ის ცნობით, 32 წლის ესპანელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ ლონდონელთა თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში აწარმოებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემი” ვილიაში 8.5 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად. ზაფხულში, კატალონიელები თავდამსხმელის შეძენას გეგმავენ და სავარაუდოდ, “ელ გუახეს” კიდევ უფრო ნაკლები სათამაშო დრო ექნება. აქედან გამომდინარე, “კამპ ნოუს” დატოვების წინააღმდეგი არც თავად ვილიაა.
შეგახსენებთ, რომ ვილიას ხილვა ლონდონის “არსენალსაც” სურს, მაგრამ ფავორიტი “ტოტენჰემია”.