ფეხბურთი

12:47 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილია სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

32 წლის ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ “ნიო იორკ სიტის” თავდამსხმელმა ავსტრალიის ნაკრებთან მუნდიალის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა.

“აშშ-ში გადაბარგება გადავწყვიტე და რამდენიმე თვის განმავლობაში, უთამაშებლობა მომიწევს. ამის გამო, ესპანეთის ნაკრებში თამაშის გაგრძელება რთული იქნება. თუკი მწვრთნელი გამომიძახებს, გამიხარდება, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, სანაკრებო კარიერის მუნდიალზე დასრულება სავსებით ნორმალურია”, - განუცხადა თავდამსხმელმა ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ავსტრალია 3:0 დაამარცხა, ვილიამ კი, ძალზე ეფექტური გოლი მიითვალა.

 

0.120499