ფეხბურთი

20:05 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილია სანაკრებო კარიერას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს

ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი დავიდ ვილია ეროვნულ გუნდში ბოლო თამაშს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჩაატარებს. ამ განცხადებას თავად ფეხბურთელი აკეთებს.

“გამომშვიდობების დრო არაა, მაგრამ აშკარაა, რომ ეროვნული გუნდის მაისურით უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ.

ძალიან მინდა ამ ტურნირისგან სიამოვნება მივიღო და კარგი იქნება, თუ ნაკრების მაისურს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაამშვენებს.” – აცხადებს 32 წლის თავდამსხმელი, რომელმაც “ფურია როხას” ფორმით ჩატარებულ 94 თამაშში 56 გოლი გაიტანა.

0.213518