ფეხბურთი

15:16 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილია MLS-ის წინააღმდეგი არაა

მადრიდის “ატლეტიკოს” ვეტერანმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ესპანელი არ მალავს, რომ აშშ-ში თამაშის წინააღმდეგი არაა.

“უკანასკნელ წლებში, ესპანეთის პრიმერა დივიზიოდან წასვლის ბევრი შანსი მქონდა. მაგალითად, აშშ-დან ბრწყინვალე წინადადებით მომმართეს. ამ ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თანაც, იქ ბევრი ევროპელია, რომელთაც კარგად ვიცნობ. ისინი MLS-ს დადებითად ახასიათებენ.

მიუხედავად ამისა, ახლა წასვლაზე ფიქრი ნაადრევია. “ატლეტიკოში” თამაშზე ვარ 100%-ით კონცენტრირებული, რადგან წინ ბევრი საპასუხიმსმგებლო მატჩია”, - განუცხადა ვილიამ ესპანურ მედიას.

 

0.119674