„მსოფლიო სპორტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „გრან კანარიას“ ახალგაზრდა კალათბურთელი ვილი ისიანით (11.08.97, 202სმ.), ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ ისიანი ესპანეთში, „გრან კანარიას“ ხელმძღვანელობის მიწვევით, სამი თვის წინ გაემგზავრა. ამ დროის განმავლობაში, მან სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. ესპანელები, თავის მხრივ, ქართველ კალათბურთელს ახალ, 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.