ფეხბურთი

14:43 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაშისა და ადებაიორის კონფლიქტის მიზეზი ქუდი ყოფილა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ისთვის ლონდონის “ტოტენჰემის” ექსთავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშისა და ტოგოელი ფორვარდის ემანუელ ადებაიორის კონფლიქტის მიზეზი ცნობილი გახდა.

სეზონის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობის გაფუჭების თაობაზე. ვილაშ-ბოაშს აფრიკელი თავდამსხმელი 18-კაციან განაცხადში იშვიათად შეყავდა და ზოგჯერ სავარჯიშოდ სარეზერვო გუნდში უშვებდა.

ყველაფრის მიზეზი კი ადებაიორის ქუდი ყოფილა. კერძოდ, გუნდის ერთ-ერთი შეკრების დროს, ოთახში შესულ ტოგოელს თავზე ქუდი ეხურა. ვილაშ-ბოაშმა ადებაიორს მისი მოხდა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, მწვრთნელი და მოთამაშე შელაპარაკდნენ, ხოლო კამათის დროს პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელს დაპირდა, რომ მოედანზე აღარ გაიყვანდა. შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი სიტყვა შეასრუილა, რადგან ვილაშ-ბოაშის “ტოტენჰემიდან” გაშვებამდე, ტოგოელმა ლონდონელთა რიგებში ერთხელ ითამაშა და ისიც შეცვლაზე.

აღსანიშნავია, რომ “ტოტენჰემის” ახალმა თავკაცმა ტიმ შერვუდმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ადებაიორი სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა და აფრიკელმაც ბოლო ხუთ მატჩში, თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.114807