ფეხბურთი

17:42 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: “ყველაზე მეტად ჩვენ და “სიტი” გავძლიერდით”

 

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისურ კლუბთაგან, ყველაზე კარგად მისმა გუნდმა და “მანჩესტერ სიტიმ” იმუშავეს.

“სეზონის წინ ყველა კლუბმა კარგად იმუშავა, მაგრამ ჩვენ და “მანჩესტერ სიტი” უფრო გავძლიედით, ვიდრე “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “არსენალი” ან “ლივერპული”. სატრანფსერო ფანჯრის დროს გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილები ვართ.

გასულ სეზონთან შედარებით, ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, გუნდის ყველა წევრი სრულადაა მოტივირებული.” – ციტირებს ვილაშ-ბოაშის სიტყვებს Sky Sports-ი.

გასულ ზაფხულში, “ტოტენჰემმა” პაულინიო, ნასერ ჩადლი, რობერტო სოლდადო, ეტიენ კაპუე, ვლად კირიკეში, ერიკ ლამელა და კრისტიან ერიკსენი დაახლოებით 110 მლიონ ფუნტად შეიძინა, ხოლო სტივენ კოლკერი, კლინტ დემპსი, ტომ ჰადლსტოუნი, სკოტ პარკერი და გარეთ ბეილი დაახლოებით ამავე ფასად გაყიდა.

0.116847