მადრიდის “რეალის” თავკაცის პოსტზე, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის – ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურა აქტიურად განიხილება, მაგრამ თავად პორტუგალიელი ნისლიანი ალბიონიდან აბარგებას არ ჩქარობს.
“რა თქმა უნდა, “რეალის” მხრიდან ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ ამ კლუბს კიდევ ბევრი სხვა სპეციალისტის სახელს უკავშირებენ. პირადად ჩემთვის, საამაყოა, რომ “სამეფო კლუბი” დავაინტერესე, მაგრამ ახლა, 100%-ით ჩემს საქმეზე ვარ ორიენტირებული. “ტოტენჰემმა” შანსი მომცა, კონტრაქტი გამიფორმა და მათი მადლობელი ვარ. სადღეისოდ, მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ და გადაწყვეტილია, რომ შემდეგ სეზონსაც აქ გავატარებ. კონტრაქტი ბოლომდე უნდა მივიყვანო”, - განუცხადა 35 წლის ვილაშ-ბოაშმა Sky Sports-ს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში, “ტოტენჰემის” მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.