საერთოდ, ამბობენ ხოლმე, რომ “დიდი ჩემპიონატების” გუნდები ევროპის ლიგას არ წყალობენო, თუმცა ინგლისური “ტოტენჰემის” დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში სხვაგვარად ფიქრობს: “მიმდინარე სეზონში რაიმე პრიზის მოგება აუცილებლად გვინდა და ამიტომ ევროპის ლიგის გათამაშებას ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ, - ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი, - გვესმის, რომ პრემიერლიგისთვისაც გვმართებს ძალების დაზოგვა, თუმცა გუნდში საკმაოდ გვყავს მაღალი კლასის შემსრულებლები, რომლებიც რამდენიმე ფრონტზე საბრძოლველად მზად არიან. ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით”. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ “ტოტენჰემი” პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა, ხოლო ევროპის ლიგის მეოთხედფინალში შვეიცარიულ “ბაზელს” შეხვდება.