“ვოლფსბურგის” ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ვიეირინიამ, “აალენთან” გერმანიის თასის მატჩში, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. Sportschau.de-ს ცნობით, 27 წლის პორტუგალიელი ლაზარეთში 6 თვეს გაატარებს.
“ჩვენთვის ეს უდიდესი დანაკლისია. ვიეირინია “ვოლფსბურგისთვის” ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”, - განაცხადა “მგლების” თავკაცმა კლაუს ალფონსმა.
ცნობისათვის, “ვოლფსბურგმა” “აალენს” 2:0 სძლია. ვიეირინია 31-ე წუთზე დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა.