თამაშგარე

10:49 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდუკების ორმაგი ცხოვრება

გახსოვთ ერთ დროს ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთიო კლუბებში მობურთალი ავსტრალიელი ფეხბურთელი მარკ ვიდუკა? შეიძლება კითხვას არასწორადაც ვსვამთ, რადგან იშვიათია ფეხბურთის მოყვარული ადამიანი, რომელიც ამ მებრძოლი და ჟინიანი ავსტრალიელის შესახებ არ უწყოდეს.

მარკმა საფეხბურთო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და ახლა ცოლ-შვილთან ერთად, წლების განმავლობაში ნაშოვნი მონაგრით ცხოვრობს. მარკ ვიდუკა, მისი მოდელი მეუღლე - ივანა ვიდუკა და მათი ქალიშვილი, წელიწადის დროების მიხედვით, ხან ინგლისში არიან, ხან მარკის მშობლიურ ავსტრალიაში მიდიან.

ვიდუკები გაზაფხულსა და ზაფხულს ძირითადად დიდ ბრიტანეთში ატარებენ. წელიწადის ყველაზე სუსხიან პერიოდებში კი “მწვანე კონტინენტზე“ მიემგზავრებიან. ვეტერან ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მას ორი სამშობლო აქვს – ინგლისი და ავსტრალია და ალბათ სიმართლესაც ამბობს...

 

0.135045