ფეხბურთი

0:33 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩის მსურველებს “მონაკოც” შეემატა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ნემანია ვიდიჩი, შესაძლოა, ზაფხულში ფრანგული “მონაკოს” წევრი გახდეს. აღნიშნულის შესახებ The Independent იტყობინება.

სერბი ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგანაც მიმდინარე კონტრაქტის ვადა ივნისის მიწურულს გასდის.

შეგახსენებთ, რომ ვიდიჩის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი ფლორენციის “ფიორენტინას”, ტურინის “იუვენტუსს” და სტამბულის “გალათასარაისაც” სურთ.

0.119673