ფეხბურთი

22:17 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი: “პირველი მედალი როსის მივეცი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი აცხადებს, რომ ინგლისურ გუნდთან ერთად მოგებული პირველი მედალი მან ჯუზეპე როსის გადასცა, რომელიც იმ დროს “წითელ ეშმაკებში” თამაშობდა.

2006 წელს, ინგლისის თასის ფინალში, ვიდიჩი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. მანამდე მას ამ ტურნირზე არ ეთამაშა. რაც შეეხება ჯუზეპე როსის, რომელსაც თასზე მანამდე 3 მატჩში ჰქონდა ჩატარებული, ის ფინალში განაცხადს მიღმა დარჩა. შედეგად, ვიდიჩმა მედალი მიიღო, ხოლო როსიმ – ვერა.

“ფინალში მხოლოდ რამდენიმე წუთი ვითამაშე და მედალი მივიღე. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო. თავს გუნდის ნაწილად ვგრძნობდი. თუმცა, მედალი ჯუზეპე როსის გადავეცი, დარგან მას ამ ტურნირზე უფრო მეტი ჰქონდა ნათამაშები. მან ეს დაიმსახურა.” – ციტირებს ვიდიჩის სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

იმ სეზონის შემდეგ, როსიმ “მანჩესტერი” დატოვა, ხოლო ვიდიჩმა ინგლისურ კლუბთან ერთად კიდევ 14 ტიტული მოიგო.

0.121994