ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი მცველი ნემანია ვიდიჩი აცხადებს, რომ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს, ცუდი შედეგების მიუხედავად, ფეხბურთელებთან კონფლიქტი არ ჰქონია.
“ფეხბურთელებს თავდადებას ვერ დავუწუნებთ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც მათგან ითხოვდნენ.
ზოგჯერ რაღაც კარგად გამოდის, ზოგჯერ კი – არც ისე კარგად. თუმცა, სურვილის ნაკლებობა არ გვქონია. ფეხბურთელები თავს არ ზოგავდნენ.
პირველიდან ბოლო დღემდე, არცერთ ფეხბურთელს ვარჯიშზე ცუდი არაფერი უთქვამს. ეს ნიშნავს, რომ ისინი მწვრთნელს პატივს სცემდნენ.
გასახდელში რთული სიტუაცია იყო, მაგრამ მწვრთნელთან და მის თანაშემწეებთან კონფლიქტი არასდროს გვქონია. არასდროს.
ხალხი ამბობდა, რომ დევიდ მოიესის ნდობა დავკარგეთ, მაგრამ ეს ასე არაა.” – აცხადებს ნემანია ვიდიჩი, რომელიც კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს.