“მანჩესტერ იუნაიტედის” სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი, რომელიც ზაფხულიდან “ინტერში” გადავა, მილანურ კლუბს “მანჩესტერ სიტიდან” ბოსნიელი ფორვარდის, ედინ ჯეკოს ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 32 წლის ვიდიჩი ბოსნიელს უკვე დაუკავშირდა და მის დარწმუნებას ეცდება, რათა ის “ინტერში” გადასვლას დათანხმდეს.
ცოტა ხნის წინ “სიტის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზადაა 28 წლის ჯეკო უფასოდ გაუშვას, თუკი ის არ გადავა ინგლისის პრემიერლიგის კლუბში.