37 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა რობერტო კარლოსმა, რომელიც ამჟამად "კორინტიანსის" ღირსებას იცავს, სან პაულუს პირველობის პირველ ტურში "პორტუგეზას" კარში გოლი კუთხურიდან გაიტანა. დავინახე, მეკარე მცველებს ელაპარაკებოდა და უმალვე დავარტყიო, თქვა მერე მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა.