მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

13:13 | 4.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

TV GOLO -მ ოთარ მარცვალაძის გოლი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა

TVGOLO.COM- ზე მიმდინარე გამოკითხის მიხედვით, ოთარ მარცვალაძის გოლი მსოფლიოში გასულ კვირაში გატანილ საუკეთესო გოლებს შორის მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემადგენლობაში "ტომთან" მატჩის დროს, მოწინააღმდეგე გუნდის მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა და შორეული დარტყმით ცხრიანში შეაგდო. 
TVGOLO.COM-ზე კვირის ათი გოლიდან საუკეთესოს გულშემატკივრები აფასებენ. მდგომარეობა 5 ივლისის 13 საათისათვის:

1. მარცვალაძე (ვოლგა) - 38.07%  (4,762 ხმა)
2. ჯოვანი დოს სანტოსი (მექსიკა) - 32.6%  (4,078)
3. სეიდუ დუმბია (ცსკა) - 12.24%  (1,531)
4. რონალდინიო (ფლამენგო) -  7.02%  (878)
5. ბრაიან ფერეირა (არგენტინა U-17) - 3.05%  (382)
6. გიგელ ბუკური (ყუბანი) - 1.8%  (225)
7. მონიკა ოკამპუ (მექსიკა, ქალები) - 2.21%  (277)
8. როდოლფ აუსტინი (ბრანი) - 1.96%  (245)
9. ტაისონ უოლი (სიეტლ სოუნდერსი) - 0.65%  (81)
10. ფაბიო (კუმამოტო) - 0.39%  (49)

თეგებიფეხბურთი
0.114498