მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესმა, იმავე გუტიმ, კვირას მისი ამჟამინდელის გუნდის – სტამბოლის “ბეშიქთაშის” – მიერ “ბურსასფორთან” 1:0 მოგების შემდეგ ისე მოულხინა, რომ დილის 4 საათზე მანქანით ავტობუსს დაეჯახა, ხოლო შემდეგ ტელეოპერატორსაც მიეძალა. ის დააკავეს და მართვის მოწმობა დროებით ჩამოართვეს. როგორც გაირკვა, ალკოჰოლის შემცველობა მის სისხლში ხუთჯერ აღემატებოდა დაშვებულ ლიმიტს, თუმცა თავად გუტი მერე ამბობდა, თურქეთში ჩემზე გაზვიადებული ცნობები ვრცელდება, ტყუილია, მთვრალი არ ვყოფილვარო.