ვიდეო სიახლეები

21:56 | 1.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერს “მარცხი მოსვლია”

ლეგენდარულ ინგლისელ მეგოლე გარი ლინეკერს – როგორც ეს თავად მან ორიოდე დღის წინ რადიო “ბიბისიზე” გამოსვლისას აღიარა – 1990 წლის იტალიის მსოფლიო პირველობაზე ირლანდიის წინააღმდეგ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში – არც მეტი, არც ნაკლები – “მარცხი მოსვლია”.
მავანმა რადიომსმენელმა მისი ეს “აღიარებითი ჩვენება” (ლუჩანო პავაროტის მიერ პუჩინის “ტურანდოტიდან” შესრულებული ცნობილი არიის ერთ მონაკვეთთან ერთად, რომელშიც სწორედ საიდუმლოს გამხელაზეა საუბარი) უმალვე ამ საჩოთირო ამბის ამსახველ კადრებს დაადო და მსოფლიო ქსელში გაავრცელა.


 
თეგებიფეხბურთი
0.128123