არგენტინის ერთ-ერთი ქვედალიგური კლუბის – “აკასუსოს” – მეკარეთა მწვრთნელი გილერმო კრუდო გასულ კვირაში “კომუნიკასიონესთან” სტუმრად 1:1 დასრულებული შეხვედრის 92-ე წუთზე მოედანზე შევარდა და მასპინძლებს სახიფათო კონტრშეტევა ჩაუშალა. ნამატჩევს მან მეტოქეს მოუბოდიშა და თავი იმით იმართლა, მსაჯის ფინალური სასტვენის ხმა შემომესმაო.